|
დასახელება:
ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
თელიანი ველი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე კახეთის რეგიონში.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: კახეთის რეგიონი (თელავი, გურჯაანი, ყვარელი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილ საწარმოში არსებული ინფრასტრუქტურის: ელექტროგაყვანილობის, წყლის სისტემების, გაზმომარაგების, მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ჭაბურღილების და სარწყავი სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საწარმოში გეგმიური ინსპექტირების ჩატარება, რისკების გამოვლენა და საპრევენციო ღონისძიებების გატარება;
** მანქანა-დანადგარების გეგმიური რემონტი;
** სათადარიგო ნაწილების მარაგების კონტროლი და შესყიდვების დეპარტამენტისთვის შეკვეთების მომზადება;
** ლაბორატორიული დანადგარების - დისტილატორების ტექნიკურად გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კონტრაქტორი კომპანიებისთვის ტექნიკური დავალების გაწერა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** არსებული საწარმოო სიმძლავრეების შეფასება და მიმდინარე/მოსალოდნელ დატვირთვებთან შესაბამისობის ანალიზი;
** საწარმოს დატვირთულობიდან გამომდინარე შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და გაძღოლა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებზე ფუნქციების დელეგირება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინჟინერიის, ენერგეტიკის, ელექტროობის ან მონათესავე დისციპლინაში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მანქანა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდის მართვის უნარი;
** საქმის დელეგირების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კრიტიკული აზროვნება;
** საკითხის დროული და ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
გარანტიები:
** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com. ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
გაცნობებთ, რომ წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სააქციო საზოგადოება "თელიანი ველის" (საიდენტიფიკაციო ნომერი:203855444) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: Privacy@telianivalley.com
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
დეტალური ინფორმაციისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ ბმულზე: https://www.telianivalley.com/ka/privacy-pol
|
|
|
|