Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695760&print=yes&view=jobs
 
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: ბისტრო
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

რესტორანი "Bistro By Gastronome" არის ადგილი, რომელიც იტალიური კულინარიის საუკეთესო ტრადიციებს ასახავს: ავთენტურ ნეაპოლიტანურ პიცას, ტრიუფელით გამდიდრებულ კერძებს, სრულყოფილად მომზადებულ სტეიკებს, პასტის მრავალფეროვან არჩევანსა და ბურგერებს.

Bistro By Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს სრული ინვენტარის დასუფთავება, სანიტარიზაცია და მუდმივი კონტროლი (ჭურჭელი, გაზქურა, მაცივრები და ა.შ)
** გარეცხილი, გასტერილებული და სუფთა ჭურჭლის განთავსება ნორმების დაცვით
** ქიმიური ხსნარების მოხმარების კონტროლი და აღრიცხვა
** სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის ყველა სტანდარტული ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** ქიმიური ხსნარების მოხმარების ცოდნა
** სამზარეულოს ინვენტარის დასუფთვების სტანდარტების ცოდნა

ფილიალის ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის N1
ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაო დრო : კვირაში 40 სამუშაო საათი
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 14 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: CV@gastronome.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ " შპს გასტრონომ ბისტრო " შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია