Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695758&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ბისტრო
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

რესტორანი "Bistro By Gastronome" არის ადგილი, რომელიც იტალიური კულინარიის საუკეთესო ტრადიციებს ასახავს: ავთენტურ ნეაპოლიტანურ პიცას, ტრიუფელით გამდიდრებულ კერძებს, სრულყოფილად მომზადებულ სტეიკებს, პასტის მრავალფეროვან არჩევანსა და ბურგერებს.

Bistro By Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის დროულად მიღება და სტუმრის სათანადო მომსახურება
** სტუმრებისთვის შეკვეთის დროული მიწოდება
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა

საჭირო უნარები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ადგილმდებარეობა: ქავთარაძის N1
ანაზღაურება: 1100 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 2/2 ზე (10:00 - 22:00)
ჯანმრთელობის დაზღვევა (გაფორმებიდან სამი თვის შემდეგ)

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 14 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: cv@gastronome.ge სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ ბისტრო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია