Робота для біженців з України
სხვადასხვა - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: რუსთავის #2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
კლინიკა სს "რუსთავის N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

ვაკანსია #1
დასახელება: რეგისტრატორი

ადგილმდებარეობა: რუსთავი, მესხიშვილის N1ა
სამუშაო გრაფიკი: სრულ განაკვეთზე
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.

კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** პაციენტის მიღება და რეგისტრაცია ამბულატორიაში
** სამედიცინო ბარათებისა და დოკუმენტაციის წარმოება
** მონაცემების შეტანა და განახლება (საჭიროების შემთხვევაში)
** სალარო ოპერაციების შესრულება (არსებობის შემთხვევაში)
** წესრიგისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს შორის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** თავაზიანი და კომუნიკაბელური დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სტაბილური ანაზღაურება;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი cv საფოსტო მისამართზე: hr.higia@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599-78-41-88

ვაკანსია #2
დასახელება: სანიტარი (საოპერაციო სანიტარი)

კლინიკა: სს რუსთავის N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი
ადგილმდებარეობა: რუსთავი, მესხიშვილის N1ა
სამუშაო გრაფიკი: სრულ განაკვეთზე
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე

კლინიკა აცხადებს ვაკანსიას სანიტრის (საოპერაციო სანიტრის) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** განყოფილების დალაგება-დასუფთავების საშუალებით უზრუნველყოს სისუფთავე და წესრიგი;
** სამუშაო მასალებისა და დასასუფთავებელი საშუალებების მიღება, შენახვა, გახარჯვა;
** სამედიცინო ნარჩენების მართვა;
** გაუფრთხილდეს მის ხელთ არსებულ დაწესებულების ქონებას;
** სამედიცინო მასალებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირება: მედიკამენტების, ბიომასალის, სამედიცინო აღჭურვილობის გადაადგილება.
** დაიცვას გუნდური მუშაობის წესები;
** დაიცვას დაწესებულების შინაგანაწესი;
** შეასრულოს ხელმძღვანელი პირების სხვა სამსახურებრივი დავალებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად, სხვა შემთხვევაში შევასწავლით ადგილზე)
** პროფესიული ეთიკა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სტაბილური ანაზღაურება;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი cv საფოსტო მისამართზე: hr.higia@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 597-17-32-15

ვაკანსია #3
დასახელება: მოლარე

კლინიკა: სს რუსთავის N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი
ადგილმდებარეობა: რუსთავი, მესხიშვილის N1ა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით

კლინიკა აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** პაციენტების მიღება და მომსახურება;
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** გადახდების აღრიცხვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მოწესრიგებული და ყურადღებიანი მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სტაბილური ანაზღაურება;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი cv საფოსტო მისამართზე: hr.higia@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599-78-41-88;

ვაკანსია #4
დასახელება: ოჯახის ექიმის ექთანი

კლინიკა: სს რუსთავის N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი
ადგილმდებარეობა: რუსთავი, მესხიშვილის N1ა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით

კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** ოჯახის ექიმის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
** პაციენტების მიღება და მომზადება ექიმის კონსულტაციისთვის;
** სამედიცინო პროცედურების შესრულება ექიმის მითითებით;
** პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია.
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შევსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ექთნის შესაბამისი განათლება და მოქმედი სერტიფიკატი;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ყურადღებიანობა;
** პაციენტებთან ეთიკური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი.
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სტაბილური ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი cv საფოსტო მისამართზე: hr.higia@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599-78-41-88

ვაკანსია #5
დასახელება: იმუნიზაციის ექთანი
კლინიკა: სს რუსთავის N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი
ადგილმდებარეობა: რუსთავი, მესხიშვილის N1ა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით

კლინიკა აცხადებს ვაკანსიას იმუნიზაციის ექთნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ვაქცინების შენახვისა და "ცივი ჯაჭვის" რეჟიმის მკაცრი დაცვა.
** ვაქცინაციის პროცედურის ჩატარება ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვით.
** სამედიცინო ნარჩენების მართვა და უტილიზაცია.
** სააღრიცხვო ჟურნალების წარმოება და ვაქცინების ხარჯვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება საექთნო საქმეში.
** იმუნიზაციის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია).
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პაციენტებთან (განსაკუთრებით ბავშვებთან) კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სტაბილური ანაზღაურება;
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი cv საფოსტო მისამართზე: hr.higia@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599-78-41-88
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე