Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695747&print=yes&view=jobs
 
არაანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არაანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილი: ქ.თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე (დასაქმების პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში მხარდაჭერას:

** პროცესუალური და არასაპროცესო დოკუმენტაციის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა დამკვიდრებული ფორმებისა და ინსტრუქციების შესაბამისად (მაგ. სარჩელი, განცხადება, ახსნა-განმარტება და ა.შ.);
** შიდა დოკუმენტების პროექტებზე მუშაობა (ხელშეკრულებების შაბლონები, განცხადებები და სხვა).
არქივთან დაკავშირებული სამუშაოები:
** არსებული სამართლებრივი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, დახარისხება და ასახვა რეესტრებში;
** ელექტრონული არქივის მოწესრიგებაში მონაწილეობა.
პროცესებთან დაკავშირებული დამხმარე სამუშაო:
** სასამართლო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ტექნიკური/დამხმარე სამუშაოს შესრულება, მათ შორის საქმის მასალების დამუშავება, ამონაწერების მომზადება, სამართლებრივი ნორმების ძიება;
** სასამართლო სხდომების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება (მაგ. კალენდარების განახლება, შემაჯამებელი ცხრილების მომზადება და სხვ.).
პრეტენზიებზე პირველადი რეაგირება (დამხმარე სახით):
** შემოსული საჩივრების/პრეტენზიების პირველადი განხილვა და სტანდარტული პასუხების შაბლონების მორგება იურისტის ზედამხედველობით;
** ურთიერთობა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მტკიცებულებებისა და საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად.
შესაბამისი სამართლებრივი ბაზისა და პრეცედენტების მოძიება:
** საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში აქტუალური ნორმების, ცვლილებებისა და პრეცედენტული გადაწყვეტილებების მოძიება შესაბამისი დავალების საფუძველზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ძლიერი ანალიტიკური და არგუმენტაციის უნარი;
** სამართლებრივი წერის მაღალი სტანდარტი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებებისა და პოზიციის ეფექტურად დაცვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ენები:

** ქართული - მშობლიური დონე;
** ინგლისური - პროფესიული (სასამართლო დოკუმენტების მომზადება, საკანონმდებლო ანალიზი);
** რუსული - საკომუნიკაციო;

ჩვენ გთავაზობთ:

** გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** დასაქმების პერსპექტივას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში"

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით სს სადაზღვევო კომპანია "უნისონის" (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია