Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695746&print=yes&view=jobs
 
ბელბოი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
შპს."გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი, შ. ხიმშიაშვილი 22
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
** კვებითა უზრუნველყოფას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიესალმოს სტუმრებს, შეიტანოს მათი ბარგი სასტუმროში და მიაცილოს ისინი სასტუმროს ოთახამდე;
** გააცნოს სტუმრებს სასტუმროს წესები, ასწავლოს სასტუმროს კუთვნილი აღჭურვილობის გამოყენება, აუხსნას ოთახების თავისებურებები;
** უზრუნველყოს ჩამოსული/ მიმავალი სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით სათანადოდ შენახვა;
** დაცვის სამსახურს აცნობოს ნებისმიერი უყურადღებოდ მიტოვებული ბარგის შესახებ;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ფლობა სასაუბრო დონეზე

უნარ-ჩვევები

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 21 თებერვალი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@tiflispalace.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბელბოი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შ.პ.ს. "გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია