Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695740&print=yes&view=jobs
 
სამეურნეო განყოფილების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო განყოფილების მენეჯერი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
კომპანიის შესახებ:

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

პოზიციის დასახელება: სამეურნეო განყოფილების მენეჯერი
ანაზღაურება: შეთანხმებით;
გრაფიკი: ორშ-პარ (09:30-17:30);

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** კომპანიის სამეურნეო პროცესების სრული ციკლის მართვა;
** სამედიცინო დაწესებულების სივრცის მუდმივი მონიტორინგი/ტექნიკური შემოწმება;
** დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენთიფიცირება და გადაწყვეტა საკუთარი ან/და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რესურსი;
** არსებული ტექნიკის, მოწყობილობების და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, ექსპლუატაციის მონიტორინგი;
** მცირე ზომის ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა ;
** დაწესებულებაში არსებული მცირე ან საშუალო სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;
** სამეურნეო მასალების მომწოდებლების მოძიება და პროდუქციის შესყიდვა;
** კომპანიის მიერ შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში;
** კომპანიის მიერ შესყიდული პროდუქციის დასაწყობება და თანამშრომლებისთვის განაწილება, დოკუმენტაციის უზრუნველყოფით. ასევე, ყოველთვიური რეპორტინგი შესყიდვების მენეჯერთან და გენერალურ დირექტორთან;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის შესასრულებელი სამუშაოს დელეგირება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება და მოტივირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge 2026 წლის 21 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია