Робота для біженців з України
ლოგისტიკის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
"Advanced Audit & Consulting Company" (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:

** HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
** ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
** იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
** IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.

კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია: https://www.aacc.ge

"AACC"-ის პარტნიორ კომპანიაში ვაკომპლექტებთ ლოჯისტიკის ხელმძღვანელის თანამდებობას!

დარგი: საცალო ვაჭრობა / მაღაზიათა ქსელი (Retail Chain)

ვიწვევთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს სრულ ლოგისტიკურ პროცესებს: კომპანიის შიდა და საერთაშორისო მომარაგების და მიწოდების ჯაჭვის ოპერაციებს რითეილ ორგანიზაციის მასშტაბით და ქსელის ეფექტური მომარაგების უზრუნველყოფას.

ძირითადი პასუხისმგებლობები

** ცენტრალური და რეგიონული საწყობების მართვა;
** შიდა ლოგისტიკური განყოფილების მართვა;
** ადგილობრივი მომწოდებლების და შიდა გადაადგილებების ეფექტური გრაფიკების შემუშავება და მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** მარაგების მართვის სისტემის ოპტიმიზაცია;
** საერთაშორისო მომწოდებლებთან და სატრანსპორტო პარტნიორებთან თანამშრომლობა;
** ლოგისტიკური ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** KPI სისტემის დანერგვა და მონიტორინგი;
** კომერციულ და საოპერაციო განყოფილებებთან მჭიდრო მუშაობა პროცესების ავტომატიზაციისთვის;
** შიდა მიწოდების ეფექტურობის დათვლა;
** ციფრული ინოვაციებისა და AI გადაწყვეტილებების ინტეგრაციის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის/suply chain მართვის სფეროში
** გამოცდილება რითეილ ქსელის ლოგისტიკაში
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება
** პროცესების ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება
** გუნდის მართვის ძლიერი უნარები
** მოლაპარაკებების გამოცდილება მომწოდებლებთან
** ERP / WMS სისტემების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

რას გთავაზობთ:

** სტრატეგიული გადაწყვეტილებების მმართველ ბორდთან შეთანხმება;
** მიმდინარე გადაწყვეტილებებსა და პროცესებში ავტონომია;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ეფექტურ საბონუსე სისტემას (აღნიშნული არის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანი კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, დაინტერესებულ კანდიდატებს ვინც განაცხადს გამოგზავნის, ვთხოვთ განცხადებაშივე/მეილშივე მიუთითონ ფიქსირებული სახელფასო მოლოდინი).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ლოგისტიკის ხელმძღვანელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე