Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695702&print=yes&view=jobs
 
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: არტფარმა
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" დაარსდა 2014 წელს და საქართველოში წარმოადგენს
ისეთ წამყვან საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს, როგორებიცაა Walmark, STADA Group და
სხვა. კომპანია აწარმოებს საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს
ევროპიდან. "არტფარმას" პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე
მოხმარებადი ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: ნიუ ნორდიკი, ვიტაფეროლი, ვიტრუმი და სხვა.

ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პიზიციაზე, ქ. თბილისში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ტელეფონის ნომერი და ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის ქ. #92;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება და მონიტორინგი
** თვიური და წლიური დახურვის პროცესებში მონაწილეობა, ტრანზაქციების შემოწმება/მართვა, ანალიზი და კორექტირება
** წლიური, კვარტლური ბიუჯეტის ფორმირება, შესრულების კონტროლი და ფინანსური ანალიზი
** აუდიტის პროცესში ჩართულობა და რეკომენდაციების იმპლემენტაცია
** ფულადი სახსრების ეფექტური განაწილება და ფინანსური რესურსების მართვა
** სტრუქტურული ერთეულების მართვა და ცალკეული ბრენდების საქმიანობისა და მომგებიანობის მონიტორინგი
** კომპანიის სტრატეგიულ პროცესებში ფინანსური მხარდაჭერა და ჩართულობა

მოთხოვნები:

** ფინანსებში ან ეკონომიკაში უმაღლესი განათლება
** 3+ წლიანი გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში
** ანალიტიკური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** Excel-ის და ფინანსური სისტემების კარგი ცოდნა

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@artpharma.ge 2025 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"არტფარმა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია