|
დასახელება:
ბაზის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
მაღაზიათა ქსელი გვირილა
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კომპანია დინამიურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს და კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს.
შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბაზის ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაოს მიზანი:
უზრუნველყოს შესყიდვების და უკან დაბრუნებების დოკუმენტაციის სწორად დამუშავება/კოორდინაცია მაღაზიის ობიექტებთან და შესაბამის განყოფილებებთან.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:
** შესყიდვების დოკუმენტების კონტროლი და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული კოორდინაცია მაღაზიის მენეჯერებთან. საჭიროების შემთხვევაში პროგრამაში ასახვა.
** დაბრუნების (უკან დაბრუნების) დოკუმენტების კოორდინაცია და პროცესის კონტროლი
** დოკუმენტებში შეუსაბამობის აღმოჩენა და ოპერატიული კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირებთან
** ყოველდღიური კომუნიკაცია მაღაზიის მენეჯერებთან და შესყიდვების გუნდთან
** რეპორტინგი და ანგარიშგება საჭირო ფორმატით
** საჭიროების შემთხვევაში ჩართულობა სხვა ადმინისტრაციულ პროცესებში
მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** EXCEL-ის საბაზისო ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** კომფორტულ და მეგობრულ გუნდს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, ახ.მელაშვილის ქ N2 (სათავო ოფისი)
ანაზღაურება: შეთანხმებით
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge;
|
|
|
|