Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
ჰოლანდიურ კომპანიას - პოლონეთში ესაჭიროება როგორც გამოცდილი ასევე დამწყები მძღოლები - გვაქვს სტაჟირების პროგრამა.

კომპანიის ავტოპარკი შედგება 1300 ავტომობილისგან და ასევე იგეგმება დამატებით 600 ავტომობილის შეძენა.

ძირითადად მერსედესები და დაფები არა უმეტეს 3 ან 4 წლისა.

ბაზები მდებარეობს ჰოლანდიაში.

ხელფასი ევროპაში გამოცდილი მძღოლებისთვის 2700-2800 ევრო ხელზე ასაღები.

ანაზღაურება არის დღიური - მიუხედავად იმისა, გექნებათ თუ არა საქმე, თქვენ მაინც ყოველდღიურად მიიღებთ შემდეგ ანაზღაურებას როგორც სამუშაო დღეებში, ასევე არა სამუშაო დღეებში, შაბათს და კვირასაც:

** სტაჟირებისას დღეში - დღეში 67 ევრო (თვეში 2000-2100 ევრო)
** 1 თვის შემდეგ დღეში - დღეში 80 ევრო (თვეში 2400-2500 ევრო)
** 1 წლის გამოცდილებით დღეში 85 ევრო (თვეში 2550-2650 ევრო)
** 2 წლის გამოცდილებით დღეში 90 ევრო (თვეში 2700-2800 ევრო)
** ასევე ვინც ინგლისის რეისებზე იქნება - ინგლისში ყოფნისას დღეში 95 ევრო (თვეში 2800-3000 ევრო)

პერიოდულად არის დამატებითი ბონუსები:

** +3 ევრო/დღეზე — ზაფხულის ბონუსი (ყველა მძღოლზე)
** +5 ევრო — ინგლისის რეისებზე
** +5 ევრო — თვითდაცლა/თვითდატვირთვაზე (თუ ასეთი იქნება რაც იშვიათად ხდება)
** +70 ევრო— თუ მძღოლი პირდაპირ ჩავა ჰოლანდიის ან გერმანიის ბაზაზე
** + ასევე პერიოდულად არის სხვა საჩუქრებიც. (მაგ: ამ ახალ წელს ყველა მძღოლს დაურიგდა ახალი დასაკეცი ველოსიპედი)

ჩვენთან სამუშაო არის ძირითადად ტენტზე, თუმცა ასევე გვყავს და სურვილისამებრ შეგიძლიათ იმუშაოთ: მაცივარზე, არაგაბარიტულზე, კონტეინერზე ან ცინსტერნაზე.

ხელფასი ირიცხება ბანკში ყოველი თვის 10 რიცხვში.

არ გვაქვს:

** ჯარიმები.
** ხელფასის დაკავებები.
** საწვავის ნორმები.
** პალეტების გაცვლები.
** ასევე ჩვენთან არ მოგიწევთ ევროვინეტკის ყიდვა, ვინაიდან ყველგან იხდის ჩვენი ბოქსი ავტომობილში, მათ შორის შვეიცარიასა და ინგლისშიც.

რეისები არის მთელი ევროპის მასშტაპით: ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, დანია, ჩეხეთი, შვედეთი, ნორვეგია და ასევე ინგლისი.

რაც შეეხება ინგლისის ვიზას — კომპანია გეხმარებათ უფასოდ ვიზის აღებაში, თუმცა საჭიროა გარკვეული პირობების დაკმაყოფილება:

** გარკვეული პერიოდის გამოცდილება
** მოწესრიგებული მუშაობის სტილი
** მინიმალური ინგლისური ენის ცოდნა და ა.შ.

ვის შეუძლია დაიწყოს ჩვენთან მუშაობა?

** ნებისმიერ გამოცდილ ან გამოუცდელ მძღოლს, ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სტაბილურ და მშვიდ კომპანიაში, იმუშაოს და გამოიმუშაოს იმდენი, რამდენსაც მოინდომებს — ყოველგვარი ჯარიმების, გამოკლებების და სხვა მაცდუნებელი დაპირებების გარეშე.
** ველით ყველას, ვინც არის პატიოსანი და მშრომელი.
** ვისაც აქვს მინიმალური ცოდნა რუსულ, ან ინგლისურ ან პოლონურ ენებში.
** ასაკი: 20 წლიდან 55 წლამდე

ჩვენთან მუშაობენ როგორც კაცები, ქალები, ასევე წყვილები — ცოლ-ქმარი, ძმები, მეგობრები და ა.შ.

სამუშაო გრაფიკი არის სურვილისამებრ:

მაგალითად:

** 3 კვირა მუშაობა / 2 კვირა დასვენება
** 6 კვირა მუშაობა / 3 კვირა დასვენება
** 3 თვე მუშაობა / 1 თვე დასვენება
** 5 თვე მუშაობა / 2 თვე დასვენება
** და ა.შ. — მთავარია, წინასწარ აცნობოთ თქვენი გეგმების შესახებ კომპანიას.

საჭირო საბუთების სია:

** მართვის მოწმობა (CE კატეგორია)
** ბიომეტრიული პასპორტი (დარღვევების გარეშე)
** ნასამართლობის ცნობა საქართველოდან (თარგმანით)
** ვიზა - (მოწვევას გიგზავნით კომპანია და ამის საფუძველზე მოგცემენ ვიზას)
** ტახოგრაფის ბარათი (ქართული ან პოლონური) - მოგაწვდით კონტაქტებს.
** ADR ბარათი (ქართული ან პოლონური) - მოგაწვდით კონტაქტებს.
** პოლონური კოდი-95 - (გეტყვით სად და როგორ გააკეთოთ)
** პოლონური სამედიცინო დასკვნა - მარტივად კეთდება ადგილზე.
** პოლონური ფსიქოტესტი -ასევე კეთდება ადგილზე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი კომპანია არ აფინანსებს ამ საბუთების გაკეთებას. თუმცა შეგვიძლია დაგაკვალიანოთ და მოგაწოდოთ ყველა კონტაქტები ამ საბუთის გასაკეთებლად როგორც საქართველოში ასევე პოლონეთში.

დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით!

WhatsApp / Viber: +48 517 906 337 (ქართულად/რუსულად)
ელფოსტა: infonygus@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/reel/949307037225466
YouTube არხი: https://www.youtube.com/@NYGUS-TRUCK

და ბოლოს მათ ვისაც სურს მხოლოდ პოლონური KOD95-ის და ტახოგრაფის ბარათის გაკეთება. ან უბრალოდ ვადა ეწურებათ უკვე არსებულ საბუთებზე ასევე შეუძლიათ დამიკავშირდნენ
WhatsApp / Viber: +48 517 906 337
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე