Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695632&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: MyDay
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზია "მაიდეი" (my-day.ge) აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქტთან და არსებულ (შესაძლო) აქციებთან დაკავშირებით.
** მომხმარებლის სრული და ჯეროვანი ინფორმირება მაიდეის მომსახურებების შესახებ
** მომხმარებლისათვის პროდუქტის შერჩევაში დახმარება მომხმარებლის ინტერესების დაცვით
** მომხმარებელთათვის შეთავაზებების გაკეთება დიზაინის, თემატიკის და ბიუჯეტის გათვალისწინებით
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის/პრობლემის მაქსიმალური ყურადღებით აღმოფხვრა სერვის სტანდარტების დაცვით კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება უშუალო ხელმძღვანელთან.
** მომხმარებლის მოთხოვნების შეგროვება, რომელთა დაკმაყოფილება ვერ ხერხდება მიმდინარე პერიოდში
** შეკვეთის მიღება, შესაბამის ფაილში აღრიცხვა და შეკვეთის მიწოდების დროული ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი
** სალარო ოპერაციების წარმოება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, ზედნადების და ინვოისის ატვირთვა
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება კომპანიის წესების დაცვით
** დღის ბოლოს სალაროს დახურვა, ნავაჭრი ნაღდი ფულის დათვლა და სალაროში შენახვა
** პროდუქტის განლაგება თაროებზე კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** თაროებზე განთავსებული პროდუქტის ხარისხის და სისუფთავის რეგულარული კონტროლი
** ფასმაჩვენებლების კონტროლი
** მარაგის კონტროლი მაღაზიის თაროებსა და საწყობში და მარაგებზე მატერიალური პასუხისმგებლობა.
** მიღებული პროდუქციის აღწერა და რეპორტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის.
** სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა მაღაზიაში, თითოეული პროდუქტის და თაროს რეგულარული გაწმენდა/მოწესრიგება
** მიწოდების სერვისის წარმომადგენებისათვის შეკვეთის მიღება, მიწოდების დეტალების სწორი რეგისტრაცია და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე გადაცემა შემდგომი დამუშავების მიზნით
** მაღაზიის ერთ-ერთ კონკრეტულ ჩაბარებულ ზონაზე სრული პასუხისმგებლობა: პროდუქციის სისუფთავე, პროდუქციის შევსება, საჭიროების შემთხვევაში
** მერჩენდაიზინგის შეცვლა, ფასების კონტროლი
** კომპანიის სტანდარტებისა და შინაგანაწესის დაცვა
** უშუალო ხელმძღვანელის/საოპერაციო დირექტორის/დირექტორის მიერ, კომპანიის საოპერაციო მიზნებისა და ინტერესების ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება

განათლება და გამოცდილება:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა

პიროვნული მახასიათებლები:

** თავაზიანი
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ენერგიული და მოტივირებული
** პუნქტუალური

ლოკაცია: უნივერსიტეტის ქუჩა #17ა და/ან ლადო კავსაძის #3
გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
ანაზღაურება: 1500ლ + საბონუსე სისტემა 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ

გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hello@my-day.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია