|
დასახელება:
აკადემიური თანამდებობები
|
| მომწოდებელი:
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
|
თანდართული ფაილი:
695605_thu_2283387.zip
|
შპს "თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი" (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1. ჯანდაცვის ფაკულტეტი
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა:
1 პროფესორი (მიმართულება - სტომატოლოგია (ქირურგია) ქართულენოვანი, რუსულენოვანი);
1 პროფესორი (მიმართულება - სტომატოლოგია (თერაპია/ორთოპედია) ქართულენოვანი, რუსულენოვანი);
1 პროფესორი (მიმართულება - სტომატოლოგია) რუსულენოვანი.
2. სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ა) სამართლის საბაკალავრო პროგრამა:
1 პროფესორი, საჯარო სამართალი;
1 პროფესორი, კერძო სამართალი;
1 პროფესორი, სისხლის სამართალი;
1 ასოცირებული პროფესორი, კერძო სამართალი;
1 ასისტენტ-პროფესორი, სისხლის სამართალი;
1 ასისტენტ-პროფესორი, საჯარო სამართალი.
ბ) ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:
1 ასოცირებული პროფესორი (მიმართულება - სოციოლოგია);
1 ასისტენტი (მიმართულება - ფსიქოლოგია).
გ) ინგლისურენოვანი პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:
3 პროფესორი;
3 ასოცირებული პროფესორი;
3 ასისტენტ პროფესორი;
2 ასისტენტი.
დ) ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი პროგრამა:
4 ასოცირებული პროფესორი.
კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0);
ბ) პირადობისმოწმობისასლი;
გ) 3x4 ზომის 2 ც. ფოტო;
დ) CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (იხ.ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0)
ე) აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში - აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
ვ) პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
ზ) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით:
(იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0)
თ) უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
ი) უცხო ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ)ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.
ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 32-ემუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
7. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0
8. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით;
9. ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის 21 იანვრიდან 2026 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.
10. საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 23 თებერვლიდან 2026 წლის 04 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი № 14, ყოველდღე, შაბათ-კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.
11. საკონკურსო კომისიის სხდომა ჩატარდება 2026 წლის 06 მარტს 12 საათზე.
12. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი - თანდართული დოკუმენტი.
|
|
|
|