|
დასახელება:
ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 04 თებერვალი
|
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის მდგომარეობის და ექსპლუატაციის კონტროლი (კომპეტენციის ფარგლებში); ბტუ-ს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, მათი ექსპლუატაციის, მომსახურების, უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების შესრულების უზრუნველყოფა; შეკეთების და პროფილაქტიკის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების განხორციელების ორგანიზება, კონტროლი მათ შესრულებაზე; პრობლემების აღწერა და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
** ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის შეკეთებისთვის აუცილებელი სათადარიგო მასალების შეძენა ბტუ-ში დადგენილი შესყიდვების პროცედურის შესაბამისად;
** ბტუ-ს ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პერიოდული კონტროლი, მდგომარეობის შეფასება, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება, კონტროლი შეუსაბამობების/დაზიანებების გამოსწორებაზე და ხარვეზების აღმოფხვრაზე;
** კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა და მონაცემების პირველადი დამუშავება;
** ბტუ-ს მატერიალურ-ტექნიკური მარაგების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** სხვა მოვალეობების შესრულება ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის დებულების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
** ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.
სამუშაო ადგილი და პირობები:
** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
** სამუშაო განრიგი - სრული (10:00-18:00 საათი ან 09:00-17:00 საათი)
** შრომის ანაზღაურება - შრომის ანაზღაურება - 1300 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე (ხელზე ასაღები).
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - vacancy@btu.edu.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 04 თებერვალი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge
შენიშვნა:
** ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
** პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
|
|
|
|