Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695569&print=yes&view=jobs
 
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
"ოტო მოტორსის" გუნდში ვეძებთ სერვისის მენეჯერს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა;

სერვისის მენეჯერის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობებია:

** მომხმარებლის რეგისტრაცია, საჭიროების დადგენა;
** ავტომობილისთვის ჩასატარებელი სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ტექნიკოსის სერვისის ჩასატარებლად საჭირო მასალით მომარაგება;
** სერვისის პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** ტექნიკოსების შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** სერვისთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** შემოსული ავტომობილების რიგის კონტროლი;

გამოგვიგზავნე რეზიუმე, თუ:

** გაქვს ავტო ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** შეგიძლია ინგლისურ და რუსულ ენაზე კომუნიკაცია;
** შეგიძლია დამარწმუნებლად და არგუმენტირებულად საუბარი;
** გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შეგიძლია მართო პროცესები და ადამიანები;
** შეგიძლია სწორად გაანაწილო დრო და რესურსები;
** შეგიძლია მართო კონფლიქტური სიტუაციები;

დაგვიტოვე რეზიუმე მეილზე: vacancy@otoservice.ge ან დაგვიკავშირდი 0322 05 26 26
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია