Робота для біженців з України
ექთანი ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანამდებობაზე ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** მისაღებია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები მე-7 სემესტრიდან;
** სასურველია, პრაქტიკოსი ექთნის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; კარდიოლოგიისა ან/და რეანიმაციის განყოფილებაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** საექთნო ჩარევის/ქმედების განხორციელება კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად;
** ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების დაცვა;
** დანიშნული მკურნალობისა და კვლევების უზრუნველყოფა;
** საექთნო საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოება.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 21.02.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე