Робота для біженців з України
გაყიდვების და ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების და ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: გერმანული სავაჭრო ცენტრი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
"გერმანული სავაჭრო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და ოპერაციების მენეჯერის (Sales & Operations Manager) პოზიციაზე.

"გერმანული სავაჭრო ცენტრი" დაარსდა 2017 წელს და საცალო ბაზარზე წარმატებით ახორციელებს გერმანული პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის, საყოფაცხოვრებო პროდუქციისა და თავის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანს, კონკურენტულ ფასებს და მომსახურების მაღალ სტანდარტს.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, ვინც სრულად ჩაიბარებს მაღაზიის გაყიდვებსა და ოპერირებას — გუნდის დაკომპლექტებას/მართვას, მომსახურების სტანდარტებს, პროცესების დალაგებას და ყოველდღიური შედეგების მართვას.

Facebook: germanulia
ვებგვერდი: https://germanshop.ge/

პოზიციის მიზანი

გაყიდვების ზრდა და მაღაზიის გამართული მუშაობა — ძლიერი გუნდის, ეფექტური პროცესების და მაღალი მომსახურების სტანდარტის საშუალებით.

ძირითადი მოვალეობები

** მაღაზიის გაყიდვების მართვა: გეგმების დასახვა, შესრულება, KPI კონტროლი;
** გაყიდვების გუნდის დაკომპლექტება: შერჩევა, ტრენინგი, მოტივაცია, გრაფიკების მართვა;
** მომსახურების სტანდარტების დანერგვა და კონტროლი (customer experience);
** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა: წესრიგი, დისციპლინა, პროცესები;
** პროდუქციის განთავსება/ვიტრინა/მერჩენდაიზინგი და აქციების შესრულება მაღაზიაში;
** სალარო/საწყობი/ნაშთების კონტროლი, დაკარგვების პრევენცია;
** ყოველდღიური/კვირეული რეპორტინგი მფლობელთან: გაყიდვები, საშუალო ჩეკი, გუნდის ეფექტიანობა, პრობლემები/ინიციატივები;
** კონკურენტების/ბაზრის დაკვირვება და პრაქტიკული წინადადებების შემოტანა გაყიდვების გასაზრდელად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** საცალო გაყიდვებში/სამაღაზიო სფეროში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე);
** გაყიდვების ძლიერი პრაქტიკა და გუნდის მართვის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტაცია;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები— რეპორტინგისთვის;
** სასურველია ინგლისური ან გერმანულის ცოდნა.

პიროვნული თვისებები

** ლიდერობა და სისტემური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ძლიერი ორიენტაცია;
** კრიზისულ სიტუაციებში სიმშვიდე და სწრაფი გადაწყვეტილებები;
** ინიციატივიანობა, პატიოსნება, მაღალი პასუხისმგებლობა.

ზრდის პერსპექტივა: გენერალური მენეჯერი

ეს პოზიცია არის კარიერული განვითარების საფეხური. ძლიერი შედეგების შემთხვევაში კანდიდატს ეძლევა შესაძლებლობა, ეტაპობრივად გადავიდეს გენერალური მენეჯერის (General Manager) როლში, სადაც პასუხისმგებლობა გაფართოვდება.

ანაზღაურება და ბენეფიტები

** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი შედეგებზე (KPI);
** კომფორტული სამუშაო გარემო და მფლობელის პირდაპირი მხარდაჭერა;
** განვითარება და გერმანიაში პრაქტიკა/მივლინებები (შედეგების მიხედვით);
** სამომავლოდ პარტნიორობის/წილების განხილვის შესაძლებლობა (შედეგებისა და პასუხისმგებლობის ზრდასთან ერთად).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

განაცხადის წარდგენა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე: germanshop.ge@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე