|
დასახელება:
მასალების აღმრიცხველი
|
| მომწოდებელი:
ჰაბმშენი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
"ჰაბმშენი" აცხადებს მასალების აღმრიცხველის ვაკანსიას.
კომპანიის შესახებ
"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 5 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტებზე არსებული მარაგების პერიოდული შემოწმება და შედარება ბუღალტრულ ნაშთებთან.
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა-კონტროლი.
** სასაქონლო მარაგების ნაშთების რეპორტების მომზადება პროგრამა Excel-ში.
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები;
** ბუღალტერიის მიერ მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამა Excel-ის ცოდნა;
** შესაბამისი განათლება აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად ;
** საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კარგი კომუნიკაციური უნარები.
** კომპეტენტურობა
** მოწესრიგებულობა
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების ლოკაციაზე)
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
** სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@hubmsheni.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|