Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695509&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო ან მოსამართლის გამოცდები სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით (ჩაითვლება უპირატესობად);
** იურისტად მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება სასამართლო დავებთან მიმართებით;
** ადმინისტრაციულ ორგანოში, სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება;
** მონაწილეობის მიღება იმ ტიპის მოლაპარაკებებში, რომელთაც შედეგად მოჰყვება იურიდიული დოკუმენტაციის გაფორმება;
** კომპანიის იმ დოკუმენტთა განხილვა, რომელთაც აქვთ სამართლებრივი შედეგი;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპანიის ხელმძღვანელობისათვის და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის;
** კომპანიის ინტერესების წარმოდგენა ყველა ინსტანციის სასამართლოში, საჯარო რეესტრში, სააღსრულებო ორგანოებში, შსს მომსახურების სააგენტოში, ნოტარიუსთან და სხვა ორგანიზაციებში;
** სახელშეკრულებო და წერილობითი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
** ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა;
** ადმინისტრაციული საჩივრების შედგენა/წარდგენა;
** იურიდიული ხასიათის დოკუმენტაციის, შიდა ტექნიკური, ასევე სამართლებრივი ბრძანებების, სხვადასხვა სახის ოქმების მომზადება/წარმოება;
** სახელმწიფო ვალდებულებების ვადების კონტროლი და შესაბამისი უწყებებთან კოორდინაცია;
** კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა პარტნიორებთან ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი შეფასება;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00სთ;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია