Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695494&print=yes&view=jobs
 
სტიუარდინგის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდინგის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს).

"Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 78 დიზაინერულად მოწყობილ ელეგანტურ ნომერს. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია ერწყმის თანამედროვე ელეგანტურობას.

სასტუმრო "Glarros Old Town" აერთიანებს ძველი ქალაქის აურას და თანამედროვე დახვეწილ სტილს. ჩვენი უმთავრესი ღირებულება გულთბილი მასპინძლობა და სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი დღეების შექმნაა.

სასტუმრო "Glarros Old Town"-ში განთავსებულია 1 რესტორანი და ღია ტიპის კაფე-ტერასა, რომელიც სტუმრებს საუზმისა და "ა ლა კარტ" მენიუს მომსახურებას სთავაზობს.

სასტუმრო "Glarros Old Town" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დეპარტამენტში, სტიუარდინგის სექციაში სტიუარდინგის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (5/2)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ფიტპასს;
** 9-საათიან სამუშაო ცვლებს (1 საათი შესვენება);
** კონკურენტულ ანაზღაურებას (განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად).

სტიუარდინგის სუპერვაიზერის ძირითადი მოვალეობები:

** სტიუარდინგის გუნდის მართვა და პროცესების კონტროლი;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** ინვენტარისა და ტექნიკის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების მონიტორინგი;
** მარაგების აღრიცხვა;
** ახალი თანამშრომლების ინსტრუქტაჟი;
** ანგარიშგება ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება სტუარდინგში;
** ლიდერული უნარები;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 21 თებერვალი

რეზიუმეების გამოგზავნა: e.machavariani@glarros.com

ტელეფონი: 575 778 770

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით ან დარეკეთ ნომერზე 575-778-770

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სასტუმრო "Glarros Old Town" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია