|
დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი/ოპერაციების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
ვეძებთ მოტივირებულ, მეგობრულ და სანდო მაღაზიის მენეჯერს/ოპერაციების კოორდინატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს თბილისის ვერის რაიონში მდებარე თანამედროვე მაღაზიაში, რომელიც სპეციალიზებულია სოფლის პროდუქტებსა და ხელნაკეთ ნივთებზე.
ძირითადი მოთხოვნები და ვალდებულებები:
** სრული განაკვეთით მუშაობა (ორშაბათი - პარასკევი);
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების შესანიშნავი უნარი - თბილი, სტუმართმოყვარედა გულისხმიერი დამოკიდებულება;
** ციფრებთან, ფასებთან და გადახდების დამუშავებასთან კომფორტულად მუშაობის უნარი;
** პროდუქციის მოვლა და მაღაზიის სისუფთავეზე ზრუნვა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიის პროგრამაში და სალარო აპარატთან მუშაობა;
** მარაგების შემოწმება, შეუსაბამობების გამოვლენა და მონაცემების განახლება;
** პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური გაყიდვების მონიტორინგის, გაყიდვების რეპორტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სალარო ოპერაციების წარმოება, ყოველდღიური ნაღდი ფულის დახურვა და ნაღდი ფულის კონტროლი;
** ინვოისებთან, ზედნადებებთან და გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტაციასთან მუშაობის მხარდაჭერა;
** ბუღალტრებთან კოორდინაცია საჭირო ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადებისა და მიწოდების მიზნით;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტური მართვის უნარები;
** საცალო ვაჭრობის სფეროში ან მსგავს ოპერაციულ გარემოში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: განისაზღვრება შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და ხელმისაწვდომობის შესაბამისად.
ჩვენი მაღაზია არის სივრცე, სადაც ტრადიცია ხვდება თანამედროვე სტილს - თუ გატაცებული ხართ ადგილობრივი პროდუქტებით, გსიამოვნებთ ადამიანებთან ურთიერთობა და აფასებთ კარგად ორგანიზებულ სამუშაო გარემოს, სიამოვნებით გაგიცნობთ.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: recruitment.ovop@gmail.com.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|