Робота для біженців з України
მეტყველების თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია" არის განვითარებაზე ორიენტირებული ცენტრი, რომელიც მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან კომუნიკაციის, სწავლისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით. აკადემია აერთიანებს კვალიფიციურ სპეციალისტებს და სთავაზობს ინდივიდუალურად მორგებულ სერვისებს თითოეული ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით.

ჩვენი გუნდი ეძებს მეტყველების თერაპევტს, რომელსაც სურს პროფესიულ და მხარდამჭერ გარემოში მუშაობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისანი, ვლადიმერ ლობჟანიძის 3

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებას გამოცდილებისა და დატვირთვის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვთან და მის ოჯახთან თანამშრომლობა თერაპიული პროცესის განმავლობაში;
** ბავშვის ინდივიდუალური უნარებისა და საჭიროებების შეფასება და გათვალისწინება;
** ბავშვის საკომუნიკაციო, ენობრივი და მეტყველების უნარების განვითარებაზე მუშაობა;
** მშობლებთან კონსულტაცია და რეკომენდაციების მიწოდება;
** ინდივიდუალური მუშაობა ბავშვებთან მეტყველების გაუმჯობესების მიზნით;
** წლიური გეგმის შესაბამისად მეტყველების თერაპიის სეანსების დაგეგმვა და ჩატარება;
** კლიენტების პროგრესის რეგულარული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში თერაპიის კორექტირება;
** სხვა პროფესიონალებთან (ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) თანამშრომლობა;
** დოკუმენტაციის წარმოება და კლიენტის პროგრესის დეტალური ჩანაწერების შენახვა;
** ინდივიდუალური სამუშაო განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმების მიხედვით;
** სამუშაო გარემოს მომზადება თერაპიული სესიებისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 20 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy.integacademy@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მეტყველების თერაპევტი.

კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე