|
დასახელება:
HR მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის (სასტუმრო & რესტორანი) თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო და რესტორანი) და განვითარების ახალ ეტაპზე ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ HR მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ადამიანური რესურსების მართვას და ნულიდან ჩამოაყალიბებს HR სტრუქტურას.
პოზიციის აღწერა:
HR მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება სასტუმროსა და რესტორნის მიმართულებით ადამიანური რესურსების სრულ მართვაზე, HR პროცესების შექმნასა და დანერგვაზე, ასევე მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში HR სტრუქტურის ჩამოყალიბება და განვითარება
** HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნა/განახლება
** სასტუმროსა და რესტორნის პერსონალის შერჩევის პროცესის მართვა (რეკრუტინგი, შერჩევა, ინტერვიუები)
** თანამშრომელთა ადაპტაციისა და შეფასების სისტემის დანერგვა
** პერსონალის მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდაზე ზრუნვა
** შრომითი კანონმდებლობის დაცვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** შიდა კომუნიკაციის მართვა და კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა
** მენეჯმენტისთვის HR ანალიტიკისა და რეკომენდაციების მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მენეჯერის პოზიციაზე
** სასურველია გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო/რესტორანი)
** HR პროცესების დაგეგმვისა და დანერგვის პრაქტიკული ცოდნა
** შრომის კოდექსის ცოდნა
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობას
** დინამიკურ სამუშაო გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: kzarnadze1@gmail.com
|
|
|
|