Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695441&print=yes&view=jobs
 
მზარეული - მუხრანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: შატო მუხრანი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
სს "შატო მუხრანი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფელი მუხრანი, მცხეთა
განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** კულინარიული ნაწარმის მომზადება არსებული მენიუს მიხედვით;
** სტანდარტების და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილი რეცეპტების დაცვა;
** სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება ;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაკვირვებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: recruitment@mukhrani.com არაუგვიანეს 2026 წლის 20 თებერვლისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია