|
დასახელება:
UX/UI დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ინტელექტის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში UX/UI დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 ჰიბრიდული
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სტრატეგიული ციფრული პროდუქტების, მათ შორის მობაილ და ვებ აპლიკაციის დიზაინის განვითარება და UX სრული ციკლის მართვა (user journey, flow, wireframe, პროტოტიპები და საბოლოო UI);
** მომხმარებლის ფლოუების, wireframe-ების და მაღალი სიზუსტის UI დიზაინების შექმნა;
** დიზაინ სისტემებისა და UI კომპონენტების შექმნა და განახლება;
** დიზაინ სისტემისა და კომპონენტების პორტფოლიოს შექმნა, განვითარება და მასშტაბირება;
** პროდუქტის მიზნების მისაღწევად მჭიდრო კოორდინაცია პროდუქტის მფლობელებთან, დეველოპერებთან და მარკეტინგის გუნდთან;
** არსებული პროდუქტების გამოყენებადობის და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Figma-ს მაღალ დონეზე ცოდნა
** დიზაინ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართის უნარი;
** დარწმუნების და მოლაპარაკებების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია: ჰიბრიდული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - UX/UI დიზაინერი.
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|