Робота для біженців з України
ტექნიკური დიზაინერი პოლიგრაფიის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დიზაინერი პოლიგრაფიის მიმართულებით
მომწოდებელი: სარეკლამო კომპანია დეიზი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
სარეკლამო საწარმო აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დიზაინერის პოზიციაზე, პოლიგრაფიის მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა, (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო ადგილი: თბილისი,
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი ამოცანები:

** სარეკლამო პროდუქციის დიზაინის შექმნა;
** საბეჭდი მასალებისთვის ფაილების მომზადება;
** ტექნიკური შემოწმება დასაბეჭდი ფაილების: ზომები, რეზოლუცია, ფერები;
** ბეჭდური ტექნოლოგიების ცოდნა (ოფსეტი, ციფრული ბეჭდვა)
** ფაილების კონვერტაცია საჭირო ფორმატებში;
** სამუშაო ფაილის გამზადება დასაბეჭდად/დასამზადებლად მანქანა-დანადგარისთვის;
** დაბეჭდვამდე ფაილების საბოლოო შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (პოლიგრაფიის მიმართულებით)
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Corel Draw, Adobe Photoshop.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@daisy.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური დიზაინერი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ რომ შპს "დეიზი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე hr@daisy.ge.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე