|
დასახელება:
ექთანი
|
| მომწოდებელი:
პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
"პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** პოზიციის შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში მონაწილეობა
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტისთვის კვალიფიციური საექთნო მომსახურება
** კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების და პროტოკოლების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტწარმოება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალური, მოწესრიგებული
** გამართული ვერბალური კომუნიკაცია
** ემოციური მდგრადობა
** ახალი ინფორმაციის სწორად აღქმის/ათვისების უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კლინიკაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის/უნარ-ჩვევების დროული ადაპტირება
** სასურველია უცხო ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე
სამუშაო გრაფიკი კვირაში 40 სთ
სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო)
კანდიდატები, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hr@pmi.ge.
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ექთანი".
გაითვალისწინეთ რომ, თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. შესაბამისად გაცნობებთ, რომ მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ან /და დარეზერვებული იქნება სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|