Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695280&print=yes&view=jobs
 
ღამის ცვლის ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"Holding.ge" წარმოადგენს წამყვანი ქართული კომპანიების გაერთიანებას, რომლებიც ინოვაციურად და წარმატებით ოპერირებენ ქვეყნის ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: რითეილი, დისტრიბუცია, ლოგისტიკა, ტურიზმი და HoReCa სექტორი.

"Holding.ge"-ს თანამფლობელობაში შემდეგი კომპანიებია: დეილი ჯგუფი, რითეილ ლოგისტიკა, ფუდსერვის დისტრიბუცია, ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე, ტურისტული კომპანია "ვია თრეველი", ზოო მაღაზიათა ქსელი "ურბან თეილსი", სასტუმრო "ყვარლის ტბა" და "ყვარლის ბაღები".

"Holding.ge"-ს შვილობილი კომპანია "ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ვიდეო მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 80/82
სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 ღამის ცვლა, ცვლებს შორის დასვენებით, სამუშაო დრო 21:00სთ-09:00 სთ
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
** ჯანმრთელობის დაზღვას
** Fitpass-ის შეთავაზებას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სავაჭრო ობიექტებისა და საწყობების ყოველდღიური ვიდეო-მონიტორინგის განხორციელება
** თაღლითობისა და კომპანიის აქტივების მითვისების რისკების გამოვლენა და ინფორმაციის დროული მიწოდება შესაბამის სამსახურებთან
** თანამშრომლების მხრიდან შესაძლო გადაცდომების დაფიქსირება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებელი ინფორმირება
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები და უნარები:

** ვიდეო მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ფუდსერვისის" (ს/კ 406254146) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@holding.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია