Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695277&print=yes&view=jobs
 
1C დეველოპმენტის სასწავლო პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C დეველოპმენტის სასწავლო პროგრამა
მომწოდებელი: აი ნოუ
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
კომპანია "აი ნოუ" აცხადებს 1C დეველოპმენტის სასწავლო პროგრამას სტუდენტებისთვის, რომლის მიზანია მოტივირებული ახალგაზრდების გადამზადება და წარმატებული კანდიდატების დასაქმება დეველოპერის პოზიციაზე.

ვეძებთ სტუდენტებს, რომლებიც მზად არიან ნულიდან ისწავლონ 1C პროგრამირება და განივითარონ კარიერა IT სფეროში.

პირობები:

** სამუშაო საათები: სრული სამუშაო განაკვეთი 09:30 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალი (ძეგლის მიმდებარედ)

სასწავლო პროგრამა:

** ინტენსიური სწავლება ნულიდან
** პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომა
** რეალურ პროექტებთან მუშაობა
** სტრუქტურირებული ტრენინგი და მენტორინგი
** შუალედური და დასკვნითი გამოცდები

ხანგრძლივობა: 1 თვე
სწავლება: უფასო
ანაზღაურება სასწავლო პერიოდში: არ გაიცემა
წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** პრობლემების ეტაპობრივად გადაწყვეტის უნარი
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები
** პასუხისმგებლობა და დისციპლინა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი

უპირატესობად ჩაითვლება:

** პროგრამირების საბაზისო ცოდნა
** SQL / OOP / სხვა ენებთან შეხება
** რუსული ენის ცოდნა

გთავაზობთ:

** წარმატებული კანდიდატების დასაქმებას 1C დეველოპერის პოზიციაზე
** რეალურ, საინტერესო პროექტებში ჩართულობას
** კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების განხილვა
** ლოგიკური/ალგორითმული ტესტი
** ინტენსიური სასწავლო პროგრამა
** შუალედური და დასკვნითი გამოცდები
** დასაქმება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@iknow.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ "1C Developer".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31.01.2026
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია