Робота для біженців з України
გაყიდვების და მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების და მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: JYSK
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
სკანდინავიური ბრენდი "JYSK" არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.

დღეს "JYSK" მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

"JYSK" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფლაინ და ონლაინ მარკეტინგული აქტივობების ერთმანეთთან თანხვედრაში ყოფნის კონტროლი;
** ციფრული მედია გეგმის შედგენის/განხორციელების პროცესში ჩართულობა; ინიციატივები ინფლუენსერებთან მოლაპარაკებისა და კომუნიკაციაში;
** სოციალური მედიის აქტივობებისა და ბლოგის შედეგების მუდმივი ანალიზი; შედეგების გაზიარება მარკეტინგის გუნდისთვის;
** არალიკვუდური მარაგების გონივრულ ვადებში ეფექტურად რეალიზების გეგმის შემუშავება შესყიდვების მენეჯერისა და ქსელის მენეჯერის ჩართულობით;
** სოციალურ ქსელებზე ბლოგები შექმნა;
** კონკურენტების ფასების ანალიზი, მათი მუდმივი განახლება გეგმისა და საჭიროების მიხედვით;
** გაყიდვების მუდმივი ანალიზი და მასზე დაყრდნობით სააქციო კამპანიების შემუშავება (პროგრამაში აქციების დაგეგმვა);
** მარკეტინგული კაპმანიების და აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით მინიმუმ 2 წელი;
** ინგლისური ენის B2-C1 დონეზე ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@jysk.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე