|
დასახელება:
საბუთების მენეჯერი/დამწყები ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
შინდი
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
ვაკანსია საბუთების მენეჯერის / დამწყები ბუღალტრის პოზიციაზე
ჩვენ ვართ მარკეტინგული კომპანია "შინდი" ბათუმში, მეგობრული სულისკვეთებით სავსე ახალგაზრდა გუნდი: https://www.shindi.ge/
გვჭირდება საბუთების მენეჯერი, რომელიც მზა შაბლონებზე დაყრდნობით მოამზადებს სხვადასხვა იურიდიულ და ფინანსურ დოკუმენტებს, მათ შორის:
** მზა ხელშეკრულებების რედაქტირება Word-ის ფაილში
** მზა ინვოისების რედაქტირება Word-ის ფაილში
** მზა მიღება-ჩაბარების რედაქტირება Word-ის ფაილში
** ბუღალტერთან კომუნიკაცია: ინვოისების მიწოდება და გადარიცხვების შედარება
ვისთვის არის ეს ვაკანსია?
** თუ გაქვთ ბუღალტერიის, ფინანსების ან იურიდიული მიმართულებით განვითარების სურვილი
** გსურთ შეიძინოთ სამუშაო პრაქტიკა, რომელიც საბაზისო ცოდნიდან გადაგიყვანთ სამუშაო გარემოში
** სწავლობთ ან მუშაობთ ნახევარ განაკვეთზე და გსურთ დამატებითი შემოსავლის მიღება
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი/კვირაში 20 სთ
** ანაზღაურება: 300-დან 500 ლარამდე, ხელზე ასაღები თანხა გამოცდილებით გამომდინარე
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
კარგია თუ:
** გაქვთ სამუშაო პრაქტიკის ან სტაჟირების გამოცდილება
** იცით ინგლისური ენა საბაზისო დონეზე
** გაქვთ საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა-გამოცდილება
** გიყვართ მცენარეები და ცხოველები
** ხართ ინიციატორი და არ გეზარებათ მუშაობა
თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@shindi.ge
|
|
|
|