Робота для біженців з України
მეურნეობის რგოლის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეურნეობის რგოლის დამხმარე
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას მეურნეობის რგოლის დამხმარის პოზიციაზე, რომელიც ასევე დაეხმარება საწარმოს მიმდინარე სამუშაო პროცესებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის შიდა ტერიტორიის მოწესრიგება და დისციპლინის დაცვა;
** მეურნეობის საწყობის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა;
** ნედლეულის მიღება წონით და თარიღით, ზედნადების საფუძველზე დასაწყობება;
** მიღებული პროდუქციის ჩამოტვირთვაში მონაწილეობის მიღება გუნდთან ერთად
** საჭიროების შემთხვევაში ექსპორტის შეკვეთის ჩატვირთვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში.
** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობის დასაფასოებელი ნედლეულის გამოტანა და გადანაწილება დაფასოების ოთახებში
** ყუთების აწყობა დასაფასოებელი პროდუქციისთვის
** დაფასოებული პალეტების გადაადგილება
** ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. (აპარატების რეცხვა-დეზინფექცია)
** სასაწყობე მეურნეობისა და გაცემის ზონის გამართულად ფუნქციონირება
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა
** აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.
** ორგანიზებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალურობა და შიდა წესებისადმი პატივისცემა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და სანდოობა.
** ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ადაპტაციის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
** დასვენება: შაბათი და კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1600 ლარი + ბონუსი
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის ქ. №6

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში კომპანიის მიერ მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ
ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.

თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.ojakhuri@gmail.com.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 16 თებერვალი 2026 წელი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე