Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695217&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი, საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ტრაპეზა ჰორეკა
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
საერთაშორისო კომპანიის ფილიალი SIMONELLI & VICTORIA ARDUINO-ს წარმომადგენლობა საქართველოში, "ტრაპეზა ჰორეკა", აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. გაყიდვების მენეჯერი.

ხელფასი დამოკიდებულია გამოცდილებაზე

ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა: 2000-2500 ლარი პლუს ბონუსები გაყიდვებიდან; ხელფასი დამოკიდებულია გამოცდილებაზე
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათ-კვირა - დასვენების დღე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, არჩილ ცაგარელის #72 (საბურთალო)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** В2В გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** FOOD & BAVARAGE გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება 2 წლიდან;
** მივლინებაში გასვლის შესაძლებლობა.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტების მომსახურება და გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ძირითად კლიენტებთან მუშაობა მოლაპარაკებებში და პროექტებში მონაწილეობა/ჩართულობა;
** ბაზრის კვლევა;
** სოციალური ქსელის მართვა.

უნარები:

** კლიენტების მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** ბაზრის ცოდნა
** პრეზენტაციების მომზადება

ენა:

** ინგლისური
** რუსული

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელშეკრულების გაფორმება შრომის კოდექსის შესაბამისად;
** ღირსეული ანაზღაურება;
** სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე;
** საინტერესო ამოცანები;
** საერთაშორისო საქმიანი ვიზიტები ევროპის ქვეყნებში;
** საქმის შესწავლა და კომპანიაში კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოეხმაუროთ განცხადებას და გადმოაგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: trapeza@trapeza.ge.

2. საწყობის მენეჯერი

აუცილებელი მოთხოვნები: საწყობში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად აუცილებელია საკუთარი ავტომანქანა, რომელსაც ვიქირავებთ იჯარით

მოვალეობები:

** მოახდინოს შეკვეთების დროული შეგროვება;
** პროდუქციის ჩამოტვირთვა და დასაწყობება;
** გაუფრთხილდეს საწყობში არსებულ პროდუქციას;
** შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები.

სამუშაოს გრაფიკი და ანაზღაურება:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება - ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lasha.kila@mail.ru.

შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია - საწყობის მენეჯერი

გამოცდილება აუცილებელია, გამოცდილება 2 წლიდან

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, არჩილ ცაგარელის #72 (საბურთალო)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოეხმაუროთ განცხადებას და გადმოაგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: trapeza@trapeza.ge.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია