Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695189&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგ კონტენტ ლიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგ კონტენტ ლიდი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
შემოუერთდი "TNET" -ის ციფრულ ეკოსისტემას Marketing Content Lead-ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკვი, 10:00-19:00.
Reports To: CEO

როლის მიზანი:

Marketing Content Lead უხელმძღვანელებს TNET ის ციფრულ ეკოსისტემაში შემავალ ციფრული პროდუქტების პორტფოლიოს ზოგად კონტენტ და საკომუნიკაციო ხედვას.
ეს როლი პასუხისმგებელია პროდუქტის ცნობადობის ამაღლებაზე და Top of Mind ის ინდექსის ზრდაზე, მის რეპუტაციაზე და იმ მაჩვენებლებლებზე, რომელიც მიმართულებების შესაბამისად არის შეთანხმებული და განსაზღვრული (Retention, User Acquisition, CLV, და სხვა)

შენი როლი "თინეთში":

** მარკეტინგული საკომუნიკაციო და კონტენტ სტრატეგიის განსაზღვრა ციფრული ეკოსისტემისთვის, სადაც ერთიანდება 10 ციფრული პროდუქტი;
** საკომუნიკაციო კონტენტ სტრატეგიის აღსრულების უზრუნველყოფა კონტენტ კალენდრის შემუშავების გზით;
** მარკეტინგის გუნდის მართვა და განვითარებაზე ზრუნვა;
** პროცესების ოპტიმიზაცია და ჩართულ გუნდებთან (პროდუქტები, ბიზნესი, კომერცია) ეფექტური კოლაბორაცია;
** მარკეტინგული ფანელის მიხედვით მომხმარებლის გამოცდილების თითოეულ ეტაპზე კონტენტის სტრატეგიის მორგება;
** კონტენტ სტრატეგიის ჩამოყალიბება თითოეული პროდუქტის და პასუხისმგებელი პირის ჩართულობით და მისი აღსრულების შესაბამისობის მონიტორინგი;
** ბრენდბუქის გაიდლაინების დაცვა, შესაბამისი ტონის, ვიზუალისა და მესიჯების გამოყენება;
** მარკეტინგული ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი;
** მარკეტინგის ბიუჯეტის განსაზღვრაში აქტიური ჩართულობა და კონტროლი. ყოველთვიური რეპორტინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, გარე სტეიკჰოლდერებთან და კრეატიულ სააგენტოებთან კომუნიკაციის წარმართვა;

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგული კომუნიკაციების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მარკეტინგის მენეჯერის ან მარკეტინგ კონტენტ ლიდის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** multi-product ან multi-brand გარემოში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ეკოსისტემური პორტფოლიო);
** ციფრულ მარკეტინგსა და რეკლამირებაში გამოცდილება;
** ორგანიზებული მუშაობის სტილი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** გუნდის მართვის გამოცდილება.

თინეთში დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია