Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00 დან 18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი [ხელზე ასაღები]

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიას მომზადება;
** სოციალური მედიის გვერდების მართვა;
** გვერდის კონტენტის შედგენა [პოსტების მომზადება];
** სარეკლამო გეგმის შედგენა;
** კლიენტთან კომუნიკაციაში აქტიური ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალურ ქსელებში და სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** მარკეტინგის პრინციპების ცოდნა [სამიზნე აუდიტორიის დადგენა]
** გამართულად წერისა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბების უნარი.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** ოფისის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა word, PowerPoint, Adobe Photoshop, Adobe illustrator, Adobe Premiere Pro
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე