Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აზია სერვისი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
შ.პ.ს "აზია სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00; შაბათი 9:00-14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი N 21

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების მართვა;
** საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ) შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება;
** RS.GE-ის მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა;
** პროგრამა FINA-ს საფუძვლიანი ცოდნა;
** RS.GE -სთან მუშაობის გამოცდილება;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის და ინგლისური ენის ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

ელფოსტა: mariamdanelia@asiaservice.ge anna@asiaservice.ge

საკონტაქტო ინფორმაცია: 593908589
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე