|
დასახელება:
HR მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საკურიერო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
საკურიერო კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
რეკრუტინგი და კადრების შერჩევა:
** კურიერების, ოფისის თანამშრომლებისა და სხვა საჭირო პერსონალის მოძიება და შერჩევა;
** ვაკანსიების გამოცხადება, პლატფორმებზე განთავსება;
** კანდიდატებთან გასაუბრების ორგანიზება და ჩატარება;
** ახალ თანამშრომელთა აყვანის პროცესის სრულად მართვა (Onboarding).
პერსონალის ადმინისტრირება:
** შრომითი ხელშეკრულებების, დანიშვნის/გათავისუფლების ბრძანებების მომზადება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და არქივირება;
** შვებულებების, ბიულეტენების, გადაცდომების აღრიცხვა.
დისციპლინური პოლიტიკის უზრუნველყოფა:
** შიდა დისციპლინის კონტროლი (განსაკუთრებით კურიერების punctuality და პასუხისმგებლობა);
** გაფრთხილებების, საყვედურების, დისციპლინური ღონისძიებების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში.
ანაზღაურებისა და სამუშაო გრაფიკების მართვა:
** სახელფასო გამოთვლების პირველადი მომზადება ბუღალტერიისთვის;
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების შედგენა და კონტროლი;
** ცვლებისა და გადანაცვლებების დაგეგმვა.
საოფისე ადმინისტრაციული ფუნქციები (დამხმარე):
** საოფისე ინვენტარის და ყოველდღიური საჭიროებების კონტროლი და შეკვეთა;
** სასურველია მინიმალური საოფისე საორგანიზაციო გამოცდილება.
მენეჯმენტთან ყოველდღიური კომუნიკაცია:
** ანგარიშგება ხელმძღვანელობის წინაშე HR-მაჩვენებლების მიხედვით;
** ახალი ინიციატივებისა და შიდა პროექტების შეთავაზება და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტში, ფსიქოლოგიაში ან HR-ის მიმართულებით);
** HR სფეროში მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება (სასურველია ლოგისტიკის/საკურიერო სექტორში);
** შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Workspace);
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მითითებულ იმეილზე: tamtarogava2@gmail.com
|
|
|
|