|
დასახელება:
ჩარჩოების ოსტატის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
Artio
|
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს ჩარჩოების ოსტატის ასისტენტის პოზიციაზე. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ შეისწავლოთ ჩარჩოების დამზადების სრული ტექნოლოგია და ჩაერთოთ საწარმოო პროცესში.
ანაზღაურება: ფიქსირებული + გამომუშავებით, დამზადებული ჩარჩოების რაოდენობის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** ჩარჩოების დამზადების ტექნიკის შესწავლა და ათვისება;
** ოსტატის დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
** ნახატების, ფოტოებისა და სხვა ნამუშევრების ჩარჩოში ჩასმა;
** მასალების მომზადება და სამუშაო სივრცის წესრიგში მოყვანა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ხელოვნებისადმი ინტერესი და ესთეტიკური ხედვა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** ხელსაწყოებთან მუშაობის სურვილი და უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: ak@artio.ge
http://www.artio.ge
|
|
|
|