Робота для біженців з України
B2B უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: ნიქსი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"ნიქსი" არის უძრავი ქონების თანამედროვე კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურ მოდელზე, პროფესიონალიზმზე და მყარი შედეგების მიღწევაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ამბიციურ პიროვნებებს, რომლებიც მზად არიან დაიწყონ კარიერა უძრავი ქონების სფეროში და განვითარდნენ სწრაფად მზარდ გარემოში.

პოზიცია: B2B უძრავი ქონების აგენტი

გრაფიკი

** ორშაბათი-პარასკევი: 11:00-19:00 (1 საათი შესვენება)
** შაბათი: 11:00-15:00
** კვირა: დასვენების დღე

ანაზღაურების მოდელი:

** წარმატებული ტრანზაქციიდან მიიღებთ 50%-ს ფიქსირებული ანაზღაურების გარეშე (საშუალო ანაზღაურება 1000$-5000$)
** შემოსავლის ოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია შენს შედეგებზე და საქმიან აქტივობაზე.

ჩვენ ვეძებთ შენნაირ ადამიანს, თუ:

** მზად ხარ მუდმივი განვითარებისათვის და არ გეშინია სიახლეების
** კომუნიკაციის შენეული სტილი დაგეხმარება კლიენტთან ურთიერთობაში
** გაგაჩნია ანალიტიკური აზროვნების უნარი — შეგიძლია მარტივად განსაზღვრო, რამდენად შეესაბამება ფართი დამკვეთის საქმიანობის მიზანს
** პასუხისმგებლიანი და ენერგიული ხარ
** გსურს დაიწყო კარიერა რეალურ ბაზარზე

რატომ "ნიქსი"?

** მიიღებ რეალურ და პრაქტიკულ გამოცდილებას უძრავი ქონების სფეროში
** B2B გარემოში დაგროვებული გამოცდილება მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც
** პროფესიულ, ისე პიროვნულ უნარებს
** ჩაერთვები ბაზრის ყველაზე საინტერესო მოლაპარაკებებში
** გექნება პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის რეალური შესაძლებლობა
** იმუშავებ თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებულ გუნდში
** დაგეხმარებით პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში

რას გთავაზობთ:

** ორკვირიანი ინფორმაციული ტრენინგი
** მენტორული მხარდაჭერა და პროფესიული განვითარება რეალურ გარემოში.
** ოფიციალური დასაქმება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** პროფესიული, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
** ბონუს სისტემა - დამატებითი ანაზღაურება მაღალი შედეგებისა და მიღწევების შემთხვევაში
** პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა - 6 თვის შემდეგ გეძლევა შესაძლებლობა დაწინაურდე ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე, გაზარდო შენი პასუხისმგებლობები და ანაზღაურება
** გამორჩეული შედეგებისთვის დამატებითი უპირატესობები - კვარტლის საუკეთესო თანამშრომელი იღებს საერთაშორისო მოგზაურობის შესაძლებლობას, ხოლო ყოველთვიური შიდა აქტივობები და პროფესიული შეჯიბრებები ხელს უწყობს მოტივაციას და ჯანსაღ კონკურენციას გუნდში

სამუშაო მოვალეობები:

** კომერციული უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და შეთავაზებების მომზადება.
** მოლაპარაკებების წარმოება ქონების მფლობელებთან, მოიჯარეებთან და ინვესტორებთან.
** ობიექტის მონაცემების დამუშავება, ბაზაში შეტანა და განთავსება შესაბამის პლატფორმებზე.
** დამკვეთებისთვის შესაბამისი ქონების მოძიება და შეთავაზება
** შეხვედრებისა და ჩვენებების დაგეგმვა/განხორციელება
** ხელშეკრულებების გაფორმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ორივე ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, Google Docs/Sheets)
** ბიზნეს-გარემოს შესაბამისი დრესკოდი;
** B2B გაყიდვებში ან/და კომერციულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა პოზიცია ღიაა დამწყები კანდიდატებისთვისაც.

პიროვნული თვისებები, რომლებსაც ვაფასებთ:

** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
** შედეგზე ორიენტირებულობა და დისციპლინა.
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი და ოპერატიულობა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hello@mynix.ge.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ც. დადიანის N7, ბიზნეს ცენტრი ქარვასლა

https://www.facebook.com/mynix.ge

ოფისში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო.

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე