|
დასახელება:
საფასადე სამუშაოების ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ALUMET
|
|
გამოქვეყნდა: 19 იანვარი
/ ბოლო ვადა: 19 თებერვალი
|
სამშენებლო კომპანია "ALUMET" აცხადებს ვაკანსიას საფასადე სამუშაოების ინჟინრის პოზიციაზე.
შპს "ალუმეტ"-ი ფუნციონირებს 2009 წლიდან და ამ დროის მანძილზე წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი პროექტი. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სამშენებლო სექტორში საფასადე სისტემების მოწყობა, ისეთი როგორიცაა: ალუმინის და მინის საფასადე სისტემები, ალუმინის და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, ვენტილირებადი ფასადები, ალუმინის და მინის მოაჯირები.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ http://www.alumet.ge ვებ-გვერდზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათი / შაბათი (შაბათი დღე ნახევარი განაკვეთით, საჭიროების შემთხვევაში)
ანაზღაურება: შეთანხმებით 2000-დან 4000 ლარამდე, გამოცდილების მიხედვით
სამუშაოს აღწერა:
** არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კითხვა, ანალიზი, დამუშავება.
** ნახაზების დახაზვა სპეციალურ პროგრამებში (Orgadata, შეგასწავლით ადგილზე), ასევე AutoCAD - ში;
** სისტემების, კვანძების ტექნიკური გადაწყვეტა და დაპროექტება (კარ-ფანჯრები და საფასადე სისტემები);
** ობიექტებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის ობიექტის სამუშაოების მოცულობების უწყისის (დეფექტური აქტი), საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის, დასრულებული სამუშაოების უწყისის (ფორმა 2) შედგენაში მონაწილეობის მიღება.
** სამუშაო პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია უწყვეტ რეჟიმში, მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საინჟინრო/ტექნიკური, ან მონათესავე სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა (აუცილებელია Excel ცოდნა საშუალო დონეზე მაინც)
** Autocad და Archicad პროგრამების ცოდნა; (სხვა მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** უცხო ენები (ინგლისური, რუსული)
** გუნდური მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: agobronidze@alumet.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "facade engineer".
|
|
|
|