|
დასახელება:
აუდიტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს რკინიგზა
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
|
თანდართული ფაილი:
694962_app_form_5733167.zip
|
შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
შიდა აუდიტის სამსახური:
** უფროსი ინსპექტორ-აუდიტორი
** ინსპექტორ-აუდიტორი
** აუდიტორი
** უმცროსი აუდიტორი
** სპეციალისტი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური;
** მუშაობის გამოცდილება: აუდიტორად, სპეციალისტად ან/და საფინანსო/ეკონომიკურ სფეროში სხვა მაკონტროლებელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი ცოდნა:
** "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის ცოდნა.
** შესყიდვების კანონმდებლობის და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა.
** საგადასახადო კანონმდებლობის და თანმდევი ნორმატიული აქტების ცოდნა (საბაზისო დონეზე მაინც);
** სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართლის ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური სავალდებულო, რუსული სასურველია).
სასურველია:
** შესყიდვების და ელექტრონული აუქციონის ვებ გვერდებზე მუშაობის და ანალიზის გამოცდილება
** ფინანსურ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება
** აუდიტის სტანდარტების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება (ხელშეკრულებებზე და სხვა დოკუმენტებზე მუშაობისას რისკებისა და კანონშეუსაბამობის იდენტიფიცირების უნარი).
ანაზღაურება - ცოდნის და გამოცდილების მიხედვით, პოზიციების შესაბამისად - 2255 ლარიდან 4105 ლარის ჩათვლით (სარგო)
დასაქმების ადგილი - თბილისი
სამუშაო რეჟიმი: 5 დღიანი (გრაფიკი - 09:00-18:00 სთ)
ბენეფიტები:
** კორპორატიული სამედიცინო საოჯახო დაზღვევა სრული დაფინანსებით
** კორპორატიული სატელეფონო კავშირი
სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 16.01.2026-დან 26.01.2026 ჩათვლით.
აპლიკაციები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vakancy@railway.ge
|
|
|
|