|
დასახელება:
Swoop გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
TNET
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
შემოუერთდი TNET-ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს Swoop Sales Manager-ის პოზიციაზე!
https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00
შენი როლი "თინეთში":
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა: კომპანიების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, ურთიერთობის ჩამოყალიბება გრძელვადიანი პარტნიორობისთვის, მათი პრობლემების გადაჭრაში ჩართულობა, შეთავაზებების განხილვა და მათი ლოიალურობის გაზრდაზე ზრუნვა;
** გაყიდვების ყოველთვიური გუნდური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;
** ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის მუდმივი კვლევა და კონკურენტების შეთავაზებების ანალიზი (ფასები, სერვისები);
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი: საკუთარი პორტფელის ანალიზი მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი შესაძლებლობების მოძიება და ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვა გუნდის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
** ხარ კომუნიკაბელური და გაქვს მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
"თინეთში" დაგხვდება:
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|