|
დასახელება:
Plumbing -ის ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ბაუმერი
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხანძარქრობა/ plumbing -ის ინჟინრის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
პროექტირება და ტექნიკური დოკუმენტაცია:
** Plumbing სისტემების (cold/hot water, drainage, sewage, stormwater, water supply, pumps, grease traps, sanitary fixtures) სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება
** ჰიდრავლიკური გათვლების შესრულება (pipe sizing, pump head calculation, drainage capacity)
** ნახაზების კორექტირება ტექნიკური დავალებებისა და ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** ტექნიკური დოკუმენტაციის -სქემების, სპეციფიკაციების, BOQ-ის მომზადება და გადამოწმება
** ნახაზებზე აუცილებელი ტექნიკური მონაცემების დატანა (flow rates, pipe diameters, slopes, equipment schedule)
ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა:
** მჭიდრო თანამშრომლობა Electrical, HVAC, Fire Life Safety, Architecture და Structural გუნდებთან
** სხვადასხვა სისტემებთან კოორდინაცია, რომ თავიდან იქნას აცილებული სისტემებს შორის კონფლიქტი (clash detection)
** კოორდინაციულ შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური საკითხების შეთანხმება
სამონტაჟო სამუშაოების მართვა და ზედამხედველობა:
** Plumbing საინსტალაციო ჯგუფისთვის სამუშაოების გადაცემა და შესრულების კონტროლი
** მასალებისა და მოწყობილობების შესაბამისობის შემოწმება ნახაზებთან და სპეციფიკაციებთან
** მილსადენების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მონტაჟის ხარისხის შემოწმება
** ობიექტზე პროცესების მუდმივი მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების დროული მოგვარება
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება
** უსაფრთხოების და ნორმების (IPC, BS, EN) დაცვაზე მეთვალყურეობა
ტექნიკური მხარდაჭერა და ანგარიშგება:
** ტექნიკური საკითხების მოგვარება პროექტირების, მონტაჟისა და გაშვება-დარეგულირების პროცესში
** ხელმძღვანელობის ინფორმირება მიმდინარე, დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ
** შუალედური და საბოლოო ტექნიკური ანგარიშების მომზადება
** სისტემების ტესტირება (pressure test, leak test, flushing, disinfection) და კომისიონირების პროცესში მონაწილეობა
სხვა ფუნქციები:
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
** მომწოდებლებთან, ქვეკონტრაქტორებთან და ტექნიკურ წარმომადგენლებთან ტექნიკური დეტალების შეთანხმება
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
** მსგავს სფეროში 0.5-1 წლიანი გამოცდილება
** MEP პროექტების და HVAC სისტემების მართვის მიმართულებით გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
პროფესიული უნარები:
** ორგანიზებულობა
** ტექნიკური ანალიზის უნარი
** გუნდური მუშაობა
** სისწრაფე
** დისციპლინა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|