|
დასახელება:
კვლევების ხელშეწყობის ცენტრის უფროსი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს ვაკანსიას კვლევების ხელშეწყობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები და სავალდებულო კომპეტენციები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა
** სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით, სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორული ურთიერთობები.
** სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება / განხორციელება;
** უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალისა და პროდუქტიულობის შეფასების სისტემის შემუშავება, მის დანერგვის უზრუნველყოფა და შედეგების მიხედვით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების დაგეგმვა / ორგანიზება, სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფების, სასწავლომეთოდური, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება
** სხვა უფლებამოსილების შესრულება, რომელიც გამომდინარეობს კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ფუნქციების სპეციფიკიდან და შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მიზნებთან/ამოცანებთან ან/და გამომდინარეობს წინამდებარე დებულებიდან ან/და უნივერსიტეტში მოქმედი შიდა სამართლებრივი აქტებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** კვლევების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ინგლისურ ენაზე მეტყველება და წერის კარგი უნარი (B2)
** საქმიანი კომუნიკაციის წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით)
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Word, Powerpoint და ინფორმაციის მოძიება)
** უმაღლესი განათლების სისტემის (როგორც საქართველოს, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემების) შესახებ ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად
დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV hr@giu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|