|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Saloni
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
ავეჯის საერთაშორისო ბრენდ "Saloni"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველშო "სალონი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პრემიუმ კლასის ავეჯის იმპორტი და მისი მიწოდება როგორც საცალო ისე საპროექტო მიმართულებით.
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში;
სამუშაო ადგილი: ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქ. 1
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 1-3 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროებების შესწავლა/გამოვლენა, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა კეთილგანწყობით და მუდმივი მხარდაჭერის მზაობით;
** სალონის ავეჯის ხარისხობრივი და პარამეტრული შესწავლა;
** შეკვეთის მიღება, დაჯავშნა და დოკუმენტირება;
** პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა და კომპანიის მიერ დაგეგმილ აქციებში აქტიური თანამონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ავეჯის გაყიდვების (ან დიზაინის) მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული, სასურველია თურქული);
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
რას გთავაზობთ:
** სტაბილური დასაქმება და გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა;
** გამოცდილების გაზიარების და ახალი უნარჩვევების გამომუშავების მიზნით პერიოდული მივლინებები დამფუძნებელი კომპანიის ოფისში;
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი, + ბონუსი გაყიდვების %.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@saloni.com.ge
ვებგვერდი: https://saloni.furniture/
|
|
|
|