Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Julius Meinl
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
ავსტრიული ბრენდი "იულიუს მაინლი"-ს წარმომადგენლობა საქართველოში შ.პ.ს "პრემიუმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს პოტენციური კლიენტების/კონტრაჰენტების მოძიება;
** უზრუნველყოს შეკვეთების მიღება, მათი განხორციელების ფაზაში მონიტორინგი გაუწიოს მათ შესრულებას;
** უზრუნველყოს კლიენტების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
** ობიექტების შემოვლა და ყურადღების მიქცევა;
** ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება;
** ინვეტარიზაციის ობიექტზე ჩატარება;
** ინვეტარის დაბრუნება;
** საკუთარი საქმიანობის ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპანიის ინტერესების დაცვა;
** სხვა საქმიანობების შესრულება ხელმძღვანელის დავალებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობა ოპერატორის დონეზე (შესაძლებელია ადგილზე შესწავლა);
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Powerpoint);
** ავტომობილის მართვა; (აუცილებელია)
** დაურთეთ სარეკომენდაციო წერილი, არსებული სერთიფიკატები.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი და საქართველოს ტერიტორიის არეალში (რეგიონები)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე juliusmeinloffice@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს პრემიუმ ტრეიდინგმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

CV მიღების ვადა: 2026 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე