Робота для біженців з України
ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი
მომწოდებელი: საბავშვო ბაღი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
თბილისში არსებული კერძო საბავშვო ბაღი აცხადებს ვაკანსიას ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 14:00 ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 500 ლარი
ლოკაცია: საბურთალო, ონიაშვილის ქუჩა

ძირითადი მოვალეობები:

** აღსაზრდელთა ბაღში მიღების ყოველდღიურ პროცესში ჩართულობა და მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი;
** აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა და მათზე ზრუნვა;
** სამედიცინო ჩანაწერების წარმოება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია პედიატრიის მიმართულებით);
** სასურველია საბავშვო ბაღში ან/და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: baghivacancy@gmail.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე