Робота для біженців з України
ძიძა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძიძა
მომწოდებელი: კერძო პირი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლიან ძიძას 3 თვის ბიჭისთვის. ჩვენი მიზანია მოვძებნოთ ადამიანი, რომელიც შეძლებს ბავშვთან მუშაობას გრძელვადიანად (არანაკლებ სკოლის ასაკამდე).

სამუშაო ადგილი:

** თბილისი, ვაკე
** ზაფხულის პერიოდში: აგარაკი საგურამოში (ყოველდღიურ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ოჯახი).

მოვალეობები:

ძიძის მოვალეობაში შედის მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებული საქმიანობა, მათ შორის:

** ბავშვისთვის საჭმლის მომზადება
** ბავშვის ნივთებისა და პირადი სივრცის მოვლა-მოწესრიგება
** ბავშვის გასეირნება
** თამაში და ასაკის შესაბამისი განვითარების ხელშეწყობა და ა.შ.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი 09:30-19:30
** შაბათ-კვირა დასვენება
** ოფიციალური უქმე დღეები — დასვენება
** ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 2-ჯერ (შვებულების პერიოდები წინასწარ შეთანხმდება ოჯახთან)

კანდიდატი უნდა იყოს:

** თბილი, ყურადღებიანი და ენერგიული;
** ჰქონდეს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** უნდა უყვარდეს ბავშვები და ჰქონდეს მათთან თამაშის უნარი;
** სასურველია განათლება ან/და გამოცდილება სკოლამდელი აღზრდის სფეროში.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთმოცემულ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ან თქვენს შესახებ მოკლე ინფორმაცია შემდეგ ელ. ფოსტაზე: tbagaturia10@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე