Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიერ მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
შპს "პრემიერ მოტორსი" 2013 წლიდან აქტიურად ოპერირებს ქართულ სატრანსპორტო და სამშენებლო ტექნიკის ბაზრებზე. კომპანია გახლავთ სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში. მის სადილერო პორტფელში შედის - Volvo Trucks, DongFeng, Baoli, Kalmar, King Long და სხვა წამყვანი ევროპული და მსოფლიო მწარმოებლები.

მულტიბრენდულობიდან და ბაზრის პოტენციალიდან გამომდინარე, კომპანია ეძებს ნიჭიერ, ენერგიულ და წარმატებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს გაყიდვებში. განიხილება როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის კანდიდატურა. უპირატესობად ჩაითვლება ავტო, სატრანსპორტო და მძიმე ტექნიკის ბიზნესში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები:

** საცალო და კორპორატიული გაყიდვების გენერირება, გაწერილი გეგმების მიხედვით;
** ყოველდღიური ზარების განხორციელება პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან;
** მარკეტინგული არხებიდან შემოსული მოთხოვნების - "ლიდები"-ს დამუშავება და რელევანტური წინადადების მომზადება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება და მათი მომხმარებელთა ბაზებში რეგისტრაცია;
** ბაზრის ანალიზი და პერიოდულად კონკურენტების შესწავლა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან წინადადებების პერმანენტულად მიწოდება, შეხვედრების ჩანიშვნა, ორგანიზება;
** გუნდურ მუშაობაზე ფოკუსირება, კომპანიაში არსებული მართვის ინსტრუმენტების ათვისება, ორგანიზაციული კულტურისა და ფასეულობების გაზიარება;

კანდიდატის პიროვნული თვისებები და პროფესიული მოთხოვნები:

** მოტივირებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარით;
** ანალიზის, დაგეგმარებისა და ზოგადად გეგმებზე მუშაობის უნარის მქონე;
** უპირატესობად განიხილება რუსული ენის და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პრემიერ მოტორსში დასაქმების ბენეფიტები:

** მზარდ კომპანიაში მუშაობა;
** კარიერული ზრდის საშუალება;
** ხელშეწყობა საუნივერსიტეტო ლექციების გრაფიკში;
** დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** საწვავის ანაზღაურება;
** ტრენინგებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების დაფინანსება;
** დასაქმებულის საპენსიო გადასახადის გადახდა;

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი პერიოდი (3 თვე): ფიქსირებული ხელფასი 1500-1700 ლარი (Net)
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ: ხელფასი - 2000 ლარი (Net) და ბონუსი;

სამუშაო გრაფიკი და ლოკაცია:

** ორშაბათი-პარასკევი 9:00 სთ-დან 18:00სთ-მდე
** შაბათი: 10:00სთ-დან 14:00 სთ-მდე (თვეში ერთხელ)
** თბილისი, ს. მარტყოფი, გეზ-ის მიმდებარედ;

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ office@premiermotors.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე