|
დასახელება:
HR მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჰიტეკო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
"ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკის დანერგვა და მონიტორინგი;
** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
** თანამშრომლების პირადი საქმეების (შვებულებები, ცნობები) ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება;
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
** კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, საქმესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე info@splendidtbilisi.com და სათაურის ველში, მიუთითოთ "HR მენეჯერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|